თბილისში ოთხდღიანი ვიზიტით კორეული კომპანიის „Hyundai Glovis"-ს წარმომადგენლები ჩამოვიდნენ. ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ინფორმაციით, დელეგაციაში ასევე შედიან კორეის საზღვაო ინსტიტუტის ექსპერტები. საქართველოში მათი ვიზიტის ორგანიზებას საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო უწევს.
საქართველოში პირველი ვიზიტი ითვალისწინებს ქყვეყნის საინვესტიციო პოტენციალის გაცნობას. დაგეგმილია ბათუმის საზღვაო ნავსადგურის, ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალის, ფოთის საზღვაო ნავსადგურისა და ქუთაისისა და ფოთის თავისუფალიინდუსტრიული ზონების მონახულება.
ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია კორეული დელეგეაციის შეხვედრები ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის, საპარტნიორო ფონდის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტორს,საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და რამოდენიმე კერძო ლოგისტიკური კომპანიის წარმომადგენლებთან.
ლოგისტიკური კომპანია „Hyundai Glovis"-ი არის საავტომობილო წარმოებაში აზიაში სიდიდით მეორე საერთაშორისო კონგლომერატის „Hyundai Motor Group"-ის შვილობილი კომპანია. მათი ძირითადი საქმიანობაა საზღვაო სატრანსპორტო ლოგისტიკა, სატვირთო სივრცე, დატვირთვის / გადატვირთვისა და შეფუთვის მომსახურება. აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის მიმართულებით გაფართოების სტრატეგიის ფარგლებში, საქართველოში "Hyundai Glovis"-ი განიხილავს ლოგოსტიკური ცენტრის დაფუძნების შესაძლებლობებს.