შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1969 წელს დაბადებული ბესიკ ა. დააკავეს.
სამართალდამცავი უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული, მიმდინარე წლის 4 აგვისტოს, თელავის რაიონის სოფელ კურდღელაურში, ღამის საათებში, ურთიერთშელაპარაკებისას, ცოლის ძმას, 1985 წელს დაბადებულ დავით გამხვეტელაშვილს კუთვნილი ავტომანქანით დაეჯახა, შემდეგ კი ბლაგვის საგნით თავის არეში დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც დავით გამხეტელაშვილი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბესიკ ა. მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე სსსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
გამოძიებას შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველო აწარმოებს.