ამ წუთებში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, გეგუთის ციხეში გარდაცვლილი პატიმრის ლევან კორტავას საქმეზე დაკავებული საპყრობილის თანამშრომლების გოგი კოხოძესა და ლევან შაშიაშვილს აღმკვეთი ღონისძიების საკითხს განიხილავვენ.
შაშიაშვილი, რომელიც გეგუთის კოლონიაში უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი იყო, პროკურატურა სამსახურეობრივ გულგრილობასა და სხეულის დაზიანებებში მონაწილეობის მიღებას, ხოლო გოგო კოხოძეს, რომელიც სოციალური სამსახურის უფროსის თანამდებობა ეჭირა, სამსახურეობრივ გულგრილობაში სდებს ბრალს.
" საქალაქო სასამართლოში აღმკვეთი ღონისძიების საკითხი წყდება დღეს. ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფები ბრალს არ აღიარებენ,"- ამბობს ადვოკატი თეიმურაზ მესხი.
პროკურატურა უახლოეს მომავალში საქმეზე სხვა მაღალჩინოსნების დაკავებას არ გამორიცხავს.