ეკა ბესელიას ახალი საზოგადოებრივი მოძრაობა, უკანონო პატიმრების რეგისტრაციას იწყებს. ამის შესახებ ბესელიამ, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა
ბესელიას განცხადებით მათ სიაში უკვე 50-ზე მეტი უკანონო პატიმარი ირიცხება. საზოგადოებრივი მოძრაობა მათი საქმეების შესწავლას დღეიდან დაიწყებს.
"იწყება რეგისტრაცია იმ ადამიანების, ვინც თავს მიიჩნევს უკანონო პატიმრად. ეს არის იმ ადამიანების კატეგორია, რომელთა მიმართაც უსამართლო გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი. ამავე დროს, იმათი რეგისტრაციაც იწყება ვინც თავს დაზარალებულად თვლის და მათი ქონება უკანონოდ იქნა ჩამორთმეული სასამართლოს გზით, თუ სასამართლოს გვერდის ავლით", - განაცხადა ეკა ბესელიამ.
შეგახსენებთ, რომ ბესელიამ ხსენებული მოძრაობა ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის დატოვების შემდეგ ჩამოაყალიბა და მასში სხვადასხვა ექსპერტები და საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები არიან გაერთიანებულები.