მიმდინარე წელს, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საქართველოში კივის იმპორტი შემცირდა. 2013 წლის იანვარ-ივნისში, 2012 წლის პირველ ნახევართან შედარებით საქართველოში კივის იმპორტი 9 %-ითაა შემცირებული.
„საქსტატის" მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2013 წლის პირველ ნახევარში საქართველოში იმპორტირებულია 868.6 ტონა კივი, მაშინ როდესაც გასული წლის იანვარ-ივნისში საქართველოში 946.8 ტონა კივის იმპორტი განხორციელდა.
სტატისტიკური ინფორმაციის თანახმად, წელს საქართველოში იმპორტირებულია 644.3 ათასი დოლარის კივი, ხოლო 2012 წლის იანვარ-ივნისში ქვეყანაში 712.8 ათასი დოლარის კივის იმპორტი მოხდა.
აღსანიშნავია, რომ 2012 წელს ქვეყანაში 1 ათას 417.3 ტონა კივის შემოვიდა, ხოლო 2011 წელს კი მხოლოდ 637.1 ტონა.
მასალის გამოყენების პირობები