2013 წლის პირველ ნახევარში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ბანანის იმპორტი გაზრდილია. „საქსტატის", მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2013 წლის პირველ ნახევარში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ბანანის იმპორტი 9 %-ითაა გაზრდილი. სტატისტიკური ინფორმაციის თანახმად, საქართველოში 7 ათას 268.5 ტონა ბანანის იმპორტია განხორციელებული, მაშინ როდესაც 2012 წლის იანვარ-ივნისში ქვეყანაში 6 ათას 678.3 ტონა ბანანი შემოვიდა. 2013 წლის
იანვარ-ივნისში საქართველოში 8 მლნ 820 ათასი დოლარის ბანანის იმპორტირებული, ხოლო გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი ქვეყანაში იმპორტირებული ბანანის ღირებულებამ 7 მლნ 997 ათას 700 დოლარი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ 2012 წელს საქართველოში მთლიანობაში 12 ათას 115.7 ტონა ბანანი შემოვიდა, ხოლო 2011 წელს კი 12 ათას 775.9 ტონა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველომ 2012 წელს 2011 წელთან შედარებით ნაკლები ბანანი მოიხმარა.