საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მსჯავრდებულ ლევან კორტავას გარდაცვალების საქმე გახსნა და შედეგად სასჯელაღსრულების დაწესებულების რამდენიმე თანამშრომელი დააკავა, ნაწილს კი ბრალი წარუდგინა. როგორც პროკურატურის პრესსამსახურის უფროსმა ხათუნა პაიჭაძემ განაცხადა კორტავა განსაკუთრებული სისასტიკით სცემეს და საავადმყოფოში გონებაზე მოუსვლელად გარდაიცვალა.
შეგახსენებთ, რომ 24 წლის ლევან კორტავა გეგუთის ციხეში 2013 წლის 14 მაისს გარდაიცვალა. ოფიციალური ინფორმაციით, კორტავა პატიმრებს შორის შელაპარაკების მსხვერპლი გახდა, თუმცა ოჯახს ამ ვერსიის არ სჯერა და აცხადებს, რომ პატიმარი ციხის ადმინისტრაციამ აწამა.