სგპ „სადახლოს" ტერიტორიაზე სომხეთის მხრიდან შემოვიდა რუსეთის მოქალაქე ა.ა., რომელსაც ბარგისა და ხელბარგის დათვალიერებისას აღმოაჩნდა არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები, კერძოდ: ყელსაბამი 3 ცალი, საყურე 1 წყვილი, ბეჭედი 3 ცალი, ჯვარი 4 ცალი, კულონი 1 ცალი. საერთო წონით 178,99 გრ.
შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის დასკვნის თანახმად, აღნიშნული ნაკეთობების სატარიფო ღირებულება შეადგენს 7700,73 ლარს. საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე, აღნიშნულ პიროვნებას დაეკისრა ჯარიმა 7700,73 ლარის ოდენობით.
მასალის გამოყენების პირობები