გლდანის პოლიციის სამმართველოს ერთ-ერთ განყოფილებაში ხელყუმბარა შეაგდეს.
არსებული ინფორმაციით, პირი, რომელმაც განყოფილებაში ხელყუმბარა შეაგდო სამართალდამცავებმა უკვე დააკავეს. იგი 1993 წელს არის დაბადებული და წინასწარი ინფორმაცით ადრე ქურდობისთვის არის ნასამართლევი.
როგორც „ჯი-ეიჩ-ენს" ინცინდენტის შემსწრე პირებმა განუცხადეს, ახალგაზრდას ამნისტია შეეხო და იგი საპატიმროდან ვადაზე ადრე გათავისუფლდა. თუმცა აღნიშნული ინფორმაციის დაზუსტება ამ დროისთვის ვერ ხერხდება.
რა გახდა მისი ქმედების მოტივი უცნობია.