ქართული მხარის მზადება რუსეთის ბაზარზე დასაბრუნებლად გადამწყვეთ ფაზაში გადადის. ხელისუფლებაში იმედი აქვთ, რომ წლის ბოლომდე ქართული ციტრუსი შესაძლოა რუსულ ბაზარზე დაბრუნდეს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაურ ფუტკარაძემ განუცხადა, მზადება ამ მიმართულებით დაწყებულია, და თუ მოხერხდება და ქართული ციტრუსი რუსულ ბაზარზე დაიშვება, მაშინ ქართულ მხარე პროცესს მომზადებული შეხვდება.
„ციტრუსის სეზონის დაწყებისთვის ჩვენ უკვე მზად ვიქნებით, რომ ქართული ციტრუსი რუსეთში გავიტანოთ. იმას არ ვამბობთ, რომ ბაზარი აუცილებლად გაიხსნება, თუმც წინაპირობა გვაქვს იმისა, რომ ბაზარი გაიხსნას და ჩვენი პროდუქცია გავიტანოთ. ჩემი ინფორმაციით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს ასევე ტრანსპორტთან და სავიზო რეჟიმის გამარტივებასთან დაკავშირებით. ერთადერთი გზა, რომელიც ჩვენ რუსეთთან გვაკავშირებს ეს არის ლარსის გავლით. თუმც ზამთარში გზა იყინება და ზვავსაშიშროების გამო ის ამ დროს ნაკლებად გამტარუნარიანი ხდება", - გაუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა.
ზაურ ფუტკარაძის განმარტებით, ლარსის ჩაკეტვის შემთხვევაში ალტერნატიული და ზოგადად აჭარისთვის ხელსაყრელია პროდუქციის ზღვის საშუალებით გადაზიდვა. ამ მიზნით, სამინისტროს წარმომადგენლები უკვე შეხვდნენ ნოვორასიისკის პორტის წარმომადგენლებს, რათა გარკვეულიყო ამ პერიოდში ბათუმსა და ნოვორასიისკს შორის რა ტიპისა და მოცულობის გემების მოძრაობა იქნება შესაძლებელი. როგორც ზაურ ფუტკარაზე განმარტავს, არსებობს კიდევ ალტერნატიული გზა - ეს არის პროდუქციის რუსეთში აზერბაიჯანის გავლით გატანა. მინისტრი აცხადებს, რომ უახლოეს დღეებში საქართველოში რუსი ექსპერტები ექვევიან, რომლებიც მონიტორინგისთვის აჭარაში ჩავლენ და იმ საწარმოებს დაათვალიერებენ, სადაც სამომავლოდ ცუტრუსის დახარისხება და გადამუშავება მოხდება.