შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2013 წლის ივლისში საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე 609 189 ვიზიტორი დაფიქსირდა, რაც 2012 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 15,6 %-ით მეტია.
რაც შეეხება მიმდინარე წლის იანვარ-ივლისის ინტერვალს, დასახელებულ შუალედში ჯამურმა რაოდენობამ 2 797 910 ვიზიტი შეადგინა, რაც 26%-ით მეტია 2012 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე, ხოლო შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, მონაცემთა ურთიერთმიმართება შემდეგია:
ა) ტურისტი - 1 085 378 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 39%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 21,4%);
ბ) ტრანზიტი - 564 508 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 20%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 59%);
გ) სხვა - 1 148 024 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 41%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 18%).
2013 წლის ივლისში საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ სომხეთიდან (162592), თურქეთიდან (139002), რუსეთიდან (115871), აზერბაიჯანიდან (109704), უკრაინიდან (14113) და ირანიდან (9248) განხორციელდა. ასევე, გარკვეული ზრდის ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით ივლისში გამოირჩევიან პოლონეთი და ჩეხეთი (შესაბამისად 86% და 39%), შუა აზიის ქვეყნებიდან - უზბეკეთისა და ყაზახეთის (შესაბამისად 25% და 33%), ხოლო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან კი ბელორუსიის მოქალაქეები - 57% -იანი მატებით.