B.I.D. (Business Initiative Directions)-ის ყოველწლიურ კონგრესზე, რომელიც 2013 წელს ფრანკფურტში ჩატარდა 118 მონაწილე ქვეყნის მოწინავე კომპანიებმა და ექსპერტებმა შპს აგარის შაქრის კომპანიას B.I.D.-ს (Business Initiative Directions) ჯილდო "International Arch of Europe for quality and technology in gold category" გადასცეს.
Business Initiative Directions-ის საერთაშორისო პრემია გადაეცემა კომპანიებს, რომლებიც პასუხობენ QС100 და TQM (Total Quality Management) ხარისხის მოდელის კრიტერიუმებს. აღნიშნული პროგრამის მიზანია მეწარმეების ორიენტირება მუშაობის პროცესისა და მართვის ხარისხის გაუმჯობესებისკენ.
შპს აგარის შაქრის კომპანია, შაქრის წარმოების ერთადერთი ქარხანა (1932 წელი), რომელიც დაარსების დღიდან აწარმოებს სახელმწიფო სტანდატებით დადგენილი ნორმების შესაბამის თეთრ შაქარს (შაქრის ფხვნილს). ქარხანაში შაქრის წარმოება მიმდინარეობს უწყვეტ ციკლად 24 საათიან რეჟიმში და დასაქმებულია 600-მდე მუშა-მოსამსახურე. ქარხნის წლიური წარმადობა შეადგენს 150000-160000 ტონა თეთრ შაქარს. საწარმო 2010 წლიდან ფლობს ISO 9001-2008 სერტიფიკატს. 2015 წლისთვის აგარის შაქრის ქარხანა თავისი ტექნიკური და ფინანსური მონაცემებით აბსოლუტურ შესაბამისობაში იქნება მსოფლიოში დღეს არსებულ სტანდარტებთან.