აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა ალექსანდრე ანქვაბმა ქალაქ ნალჩიკში ჩრდილო კავკასიაში აფხაზეთის ე.წ. გენერალური საკონსულოს გახსნის განკარგულება გასცა. აფხაზური მხარის ინფორმაციით, ეს იქნება აფხაზეთის ე.წ. წარმომადგენლობა ჩრდილოეთ კავკასიაში.
„ალექსანდრე ანქვაბმა ქალაქ ნალჩიკში ჩრდილოკავკასიაში აფხაზეთის გენერალური საკონსულოს გახსნის საკითხების მოგვარება საგარეო საქმეთა მინისტრს ვიაჩესლავ ჩირიკბას დაავალა", _ იუწყება აფხაზური მხარე.