შსს სასაზღვრო პოლიციის N1 სამმართველოს (ბათუმი)ტერიტორიაზე, N1 სასაზღვრო სექტორის(სარფი)დასაცავ მონაკვეთზე,სასაზღვრო განწესმა,საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს დასავლეთის საგამოძიებო განყოფილების თანამშრომლებთან ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, საზღვრის უკანონოდ ჯგუფურად გადაკვეთის ფაქტზე ბრალდებულად დააკავეს საქართველოს მოქალაქეები: ვლადიმერ ჩ. და ტატოჩ.,რომლებმაც 2013 წლის 3 ივლისს, სასაზღვრო -საკონტროლო გამტარ პუნქტის გვერდის ავლით უკანონოდგადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. აღნიშნული ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამმართლის კოდექსის 344 ე მუხლის II ნაწილის „ა" ქვეპუნქტით.