ტემპერატურული ცვლილების გამო „ყავის ქვეყნებში" მოსავალი გაფუჭდა, რის გამოც ყავის მარცვალი ძვირდება.
მაღალი ტემპერატურის გამო, ყველაზე დიდი დარტყმა არაბიკამ მიიღო, რომელზედაც ყავაზე მსოფლიო მოთხოვნილების 75 %-ი მოდის.
ზოგადად არაბიკა მეტად მოთხოვნადი მცენარეა და მისი ხე ვერც ძალიან მაღალ და ვერ დაბალ ტემპერატურას ვერ უძლებს. არაბიკა მეტად კაპრიზულია ტენიანობის მხრივაც. იმავდროულად, არაბიკას მავნებელიც შეესია და ფერმერები მისი განადგურების გზებსა და მეთოდებზე ფიქრობენ.