ცნობილმა მსახიობმა ანჟელინა ჯოლიმ ჰოლივუდში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობის ტიტული დაიბრუნა.გამოცემა Forbes-მა ანჯელინა ჯოლი ყველაზე მაღალანაზღაურებად მსახიობად დაასახელა. გამოცემის ინფორმაციით, ჯოლიმ 2012 წლის ივნისიდან 2013 წლის ივნისამდე 33 მლნ დოლარი გამოიმუშავა.
Forbes-ის ინფორმაცით, ჯოლი ერთ-ერთია იმ მსახიობებიდან, რომელსაც შეუძლია თითო ფილმში გადაღებისათვის 15 მლნ დოლარზე ნაკლები არ მოითხოვოს. ანჯელინა ჯოლი-ის რეიტინგის სათავეში 2011 წელსაც იყო, ხოლო 2012 წელს მსახიობი მხოლოდ მეოთხე პოზიციას დასჯერდა.
რეიტინგში მეორე ადგილი, 22 წლის ვარსკვლავმა ჯენიფერ ლოურენსმა დაიკავა, რომელმაც წელიწადში 24 მლნ დოლარი გამოიმუშავა.