შსს და თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბაჩო ახალაიას და მასთან ერთად ბრალდებულებს, სამხედროების მიმართ არაადამიანური მოპყრობისა და ზვიად აბესაძისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის საქმეზე სასამართლო განაჩენს , 1-ელ აგვისტოს გამოუტანენ.
ბაჩო ახალაიას ადვოკატის გიორგი ონიანის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე განაჩენს 11:00 საათზე გამოიტანს.
შეგახსენებთ, რომ სამხედროების მიმართ არაადამიანური მოპყრობისა და ზვიად აბესაძისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის საქმეზე ახალაიასთან ერთად ბრალდებულია 7 პირი: გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი გიგი კალანდაძე, სად-ის წარმომადგენელი გაგა მკურნალიძე, მე-4 ქვეითი ბრიგადის ყოფილი ხელმძღვანელი ზურაბ შამათავა, სერჟანტი ალექსანდრე გორდაძე, მერაბ კიკაბიძე, მანუჩარ დარასელია და გიორგი კინწურაშვილი. დარასელია და კინწურაშვილი ძებნილებად ითვლებიან, ხოლო კალანდაძე, გორდაძე, კიკაბიძე და შამათავა გირაოთი არიან პატიმრობიდან გათავისუფლებული. ამ ეტაპზე აღნიშნულ საქმეზე პატიმრობაში რჩება ბაჩო ახალაია და გაგა მკურნალიძე, რომლებსაც ასევე სხვა სისხლის სამართლის საქმეებზე აქვთ ბრალი წარდგენილი.