„თიბისი ბანკი" და „გუდვილი" ერთობლივ აქციას იწყებენ. „თიბისი ბანკის" ინფორმაციით, ის ვინც „გუდვილის" ქსელში სასურველი პროდუქტის შეძენისას «თიბისი ბანკის" ნებისმიერი პლასტიკურ ბარათს გამოიყენებს, საჩუქრად გაორმაგებულ Smart-ის ქულებს მიიღებს. აღნიშნული აქცია 1-ელი აგვისტოდან 30 სეტემბრამდე გასტანს.
თუმც „თიბისი ბანკი" და „გუდვილი" საკუთარ მომხმარებლებს 2, 3 და 4 აგვისტოს დამატებით აქციასაც სთავაზობს, რომლის საშუალებითაც მომხმარებელი საჩუქრად კინოთეატრის ბილეთებს მიიღებს.
კინოთეატრის ბილეთების აქცია ვრცელდება გუდვილის შემდეგ მაღაზიებში: 2 აგვისტოს - პ. ქავთარაძის ქუჩა 1;
3 აგვისტოს - ი. ჭავჭავაძის გამზირი 32;
4 აგვისტოს - ფარნავაზ მეფის ქუჩა 1.
აქციის ფარგლებში ის ვინც 50 ლარზე მეტი ღირებულების პროდუქტის შეძენისას მას კინოთეატრ „რუსთაველის» 2 ბილეთი გადაეცემა. ხოლო ის ვინც 150 ლარზე მეტი ღირებულების პროდუქტის შეძენისას, მას საქართველოში ყველაზე კომფორტულ კინოდარბაზში - TBCinema-ს 2 ბილეთი გადაეცემა.