ყაზახეთში ქალაქ შმიკენტში ქურდობის ბრალდებით 35 წლის საქართველოს მოქალაქე და მისი ორი ყაზახი თანამზრახველი დააკავეს. ერთ ერთი მათგანი 51 წლისაა და მეორე 29. ინფორმაციას ამის შესახებ ყაზახური მედია ავრცელებს. დაკავებულების ვინაობა არ კონკრეტდება.
ეჭვმიტანილები პოლიციაში შეტანილი განცხადების საფუძველზე დააკავეს. სამივე დაკავებული ბრალს აღიარებს. პოლიციის მიერ ამოღებულია ნაქურდალი ნივთები.
ამჟამად პოლიცია ამ ბოროტმოქმედთა ჯგუფის სხვა დანაშაულებებთან კავშირს ადგენს. ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. მიმდინარეობს გამოძიება.
მასალის გამოყენების პირობები