პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერები 15 აგვისტომდე განადგურდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის წევრმა, ,,რეზონანსის" რედაქტორმა ლაშა ტუღუშმა კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
მისივე განმარტებით, აღნიშნულს პროცესში პერსონალურო მონაცემების დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანიც ჩაერთვება, რომელიც კომისიის სხდომას დღეს პირველად ესწრებოდა.
,,შევთანხმდით შსს-თან, მთავარ პროკურორთან, რომ 15 აგვისტომდე პირადი ცხოვრების ამსახველ მასალებს გავანადგურებთ. ასევე პროცესში ჩაერთვება თამარ ქალდანი, რომელიც ინსპექტორი გახლავთ. ის მასალების ანალიზს გააკეთებს", _განაცხადა ტუღუშმა.