,,თუ გვინდა ეკონომიკური მაჩვენებლის ზრდა, უნდა გამოვიდეთ ,,ნაციონალური მოძრაობის" სიმახინჯიდან", _განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძემ, რომელმაც პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შესახებაც ისაუბრა.
მისივე განმარტებით, ქვეყანაში ეკონომიკა მძიმე მდგომარეობაშია, მაგრამ სიტუაციაა საგანგაშო არ არის და გამოსწორებადია.
,, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ძალიან საქმიანი იყო. პრემიერ-მინისტრი მობილიზებულია და მომზადებულია, მდგომარეობა რეალურად გაუმჯობესდეს. ცხადია ასეთი ღია საუბარი აუცილებელია და შეხვედრის დროს ჩვენ დავდეთ მთელი პრობლემების სპექტრი, რომელიც უცილებელია, რომ მოგვარდეს", _განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში გიორხელიძემ და აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილი ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმირებულია.
,,ის ჩვენ შეხვედრამდეც ინფორმირებული იყო არსებულ მდგომარეობაზე, მაგრამ ერთია როცა ინფორმაციას მხოლოდ სახელმწიფო მოხელეებისგან იღებ და მეორე როცა თავისუფალ, სპეციალიზირებულ ადამიანებისგან. პრმეიერ-მინისტრს გავაცანით ჩვენი ხედვები და ბიძინა ივანიშვილმა გვითხრა, რომ ისინი განხილვას ექვემდებარება და უკვე შემდეგ შეხვედრაზე გაგვაცნობს იმ საკითხებს, რომელზე მსჯელობა მისი თვალთახედვით უფრო უპრიანი იქნება", _განაცხადა გიორხელიძემ.
,, არ ვფიქრობ, რომ ქვეყანაში ეკონომიკის კუთხით მძიმე მდგომარეობაა შექმნილი, უბრალოდ თუ ჩვენ გვინდა ეკონომიკური მაჩვენებლის ზრდა, უნდა გამოვიდეთ ,,ნაციონალური მოძრაობის" გზიდან, იმ სიმახინჯიდან, ბლეფიდან რასაც ეკონომიკის ზრდა ერქვა. მდგომარეობა გამოსწორებადია, საგანგაშო არაფერია, მთვარია ამისთვის ნიადაგი მომზადდეს. ჩვენ პრემიერისგან არანაირი კონკრეტული დაპირება არ მოგვითხოვია, გვქონდა საქმიანი შეხვედრა და ის ძალიან საღად უყურებს არსებულ მდგომარეობას. ჩვენი შეხვედრის მიზანი ის იყო, რომ მას ჩვენი მხრიდან მოურიდებლად მოესმინა ის პრობლემები, რაც არსებობს", _განაცხადა დემურ გიორხელიძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდნენ ეკონომიკის სხვა ექსპერტები, დაახლოებით 12 კაცამდე.
მისივე განმარტებით, მომდევნო შეხვედრა, სავარაუდოდ, აგვისტოში გაიმართება