მეცინება, როცა ქოცებს ჰგონიათ, არმკურნალობით, მისი გაჯანჯლებით, უღირსობით, ილუზიის შექმნით, რომ ძალაუფლება აქვთ, რამეს დამაკლებენ, - ამის შესახებ პარტია "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს.
"მეცინება, როცა ქოცებს ჰგონიათ, არმკურნალობით, მისი გაჯანჯლებით, უღირსობით, ილუზიის შექმნით, რომ ძალაუფლება აქვთ, რამეს დამაკლებენ.
კიდევ ერთხელ გიმეორებთ - არასდროს არაფერს არ გთხოვთ, არასდროს არ გაღიარებთ. უკიდურესად მშვიდად და მტკიცედ ვარ. თქვენ იდარდეთ. ვერ მომერევით, ეს კარგად დაიმახსოვრეთ!" - წერს ხოშტარია.
შეგახსენებთ, დღეს პარტია "დროამ" განაცხადა, რომ პენიტენციურმა სამსახურმა ელენე ხოშტარიას მკურნალი ექიმი ციხეში არ შეუშვა და დამატებითი დოკუმენტაცია მოითხოვა.