ორმა უცნობმა პირმა კანში ძვირფასი საათების სალონი გაძარცვა. ეს სალონი პირდაპირ ფესტივალების სასახლის წინ მდებარეობს. ინფორმაციას ამის შესახებ ინტერნეტ-გამოცემა"Nice-Matin" ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ორი ნიღბიანი მამაკაცი „Kronometry"-ს საათების ბუტიკში შევარდა და იარაღის მუქარით ვიტრინებიდან ლუქსის ტიპის საათები ჩამოიღეს. თავდამსხმელები მოტოციკლით მიიმალნენ.
რამდენიმე წუთში შემთხვევის ადგილზე პოლიცია მივიდა, თუმცა ბოროტმოქმედების გადაკევა მან ვერ მოახერხა. ნაძარცვის ღირებულება უცნობია.
აღსანიშნავია, რომ ეს ძარცვა მას შემდეგ მოხდა რაც კანის სასტუმროში „Carlton"-ში უცნობი პირი შეიჭრა და ასევე იარაღის მუქარით ძვირფასეულობით სავსე ჩემოდანი გაიტაცა, რომელიც კომპანია „Leviev"-ს ეკუთვნოდა.
გატაცემული ძვირფასეულობის ღირებულება ასტრონომიულია - 103 მილიონი ევრო.
საინტერესოა, რომ დღევანდელი შემთხვევა მიმდინარე წელს ძარცვის უკვე მეორე შემთხვევაა, რომელიც „Kronometry"-სთან არის დაკავშირებული. თებერვალში მომხდარი ძარცვის შედეგად მაღაზიიდან გაიტანეს 150 საათი, რომელთა საერთო ღირებულება ერთი მილიონი ევრო იყო. თავდამსხმელები ვერ იპოვეს.