31 ივლისს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 15 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 31 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 5.680 პროცენტით, მაქსიმალური 5.920 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 5.868 პროცენტით განისაზღვრა. კუპონურმა განაკვეთმა 5.8 პროცენტი შეადგინა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.
მასალის გამოყენების პირობები