დღეს, 31 ივლისს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია რუსთავის #16 ციხეში მოშიმშილე პატიმრებს შეხვდება.
„მე ყველა პატიმარს შევხვდები. მოვისმენ მათ პრობლემებს და შევეცდები მათი მოთხოვნები კანონის ფარგლებში გავითვალისწინოთ," - ამბობს ბესელია.
რუსთავის საპყრობილეში პატიმრები ერთ კვირაა რაც შიმშილობენ, ხოლო ოთხმა პატიმარმა პირი ამოიკერა.