ბათუმის საკრებულომ ქალაქის ცალკეულ ნაწილში, მშენებლობის მოსაკრებლი განსაზღვრა. როგორც საკრებულოს სხდომაზე, მთავარმა არქიტექტორმა გია რამიშვილმა განაცხადა; ქალაქში არის დადგენილი მშენებლობის კოეფიციენტი, მათ შორის, მშენებლობის სიმაღლისა და სართულების რაოდენობის მიხედვით. მშენებლობის კანონმდებლობის შესაბამისად, შესაძლებელია ამ კოეფიციენტების გაზრდა არა უმეტეს 60 %-სა. საზოგადოებრივ-საქმიან ზონაში დამატებით 60 %-ზე ერთ კვადრატულ მეტრზე იქნება 105 ლარი, ხოლო საცხოვრებელ ზონაში 143 ლარი. წარმოდგენილი ცვლილების მიხედვით, ახალი რეგულაცია ჭავჭავაძის ქუჩიდან გრიბოედოვის ქუჩამდე სანაპიროს მიმართულებით ტერიტორიაზე გავრცელდება და არა მთელს ქალაქში.
მასალის გამოყენების პირობები