ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური მიიჩნევს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები ქვეყნის საინვესტიციო გარემოზე მიზერულ გავლენას იქონიებს.
„ზოგადად არჩევნები ყოველთვის ახდენს გავლენას საინვესტიციო გარემოზე, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებები შედის და პრეზიდენტის უფლებამოსილება მცირდება და მმართველი პოლიტიკური გუნდი საკმაოდ სტაბილურადაა წარმოდგენილი მთავრობაშიც და საკანონმდებლო ორგანოშიც, არ იფიქრობთ, რომ დიდი უარყოფითი გავლენა ექნება"- აღნიშნა ხადურმა.
შეგახსენებთ, რომ 2013 წლის დასაწყისში მთავრობა წლის განმავლობაში 2 მლრდ დოლარის ინვესტიციის შემოდინებას ვარაუდობდა.