აჭარის ა/რ ჯანმრთლობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე და მინისტრის მოადგილე ლევან გორგილაძე „სარეაბილიტაციო ცენტრი თანა"-ს სარემონტო სამუშაოებს გაეცნენ.
შენობის სრულ რეაბილიტაციას „თურქეთის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო" ახორციელებს. ამჟამად, სამუშაოები შენობის ოთხივე სართულზე მიმდინარეობს, იცვლება კარ-ფანჯრები, ელექტროგაყვანილობა, წყლის და კანალიზაციის სისტემა, გათბობის სისტემა, იგეგმება ეზოს კეთილმოწყობა. სარეაბილიტაციო სამუშაოები ორი თვის წინ დაიწყო და დაახლოებით ორ თვეში დასრულდება.
სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ სარეაბილიტაციო ცენტრ თანაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დღის ცენტრი და მიუსაფარ დედათა და ბავშვთა თავშესაფარი განთავსდება. შენობაში ადრე მახინჯაურის ჩვილ ბავშვთა სახლი ფუნქციონირებდა. ობიექტი სამედიცინო ასოციაცია „თანას" აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2013 წელის დასაწყისში 10 წლის ვადით უსასყიდლო სარგებლობის უფლებით გადასცა