კომპანია ელიტ ელექტრონიქსმა გარდაბნის რაიონის, სოფელ კაპანახჩსში მაღაზია გახსნა. მაღაზიის გახსნასთან დაკავშირებით მომხმარებელს დიდი ფასდაკლებები და სპეციალური აქციები შესთავაზეს.
"ეს მაღაზია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი კომპანიისათვის ვინაიდან იგი ქართულ - აზერბაიჯანულ საზღვარზე მდებარეობს და გათვლილია არ მხოლოდ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაზე, არამედ აზერბაიჯანელ მოქალაქეებზე. მაღაზიაში იმეოქმედებს ყველა ის აქცია თუ ფასდაკლება, რაც მთლიანად ელიტ ელექტრონიქსის ქსელში. აზერბაიჯანელ მოქალაქეებს ასევე საშვალება აქვთ ისარგებლონ "TAX FREE"-თ და საზღვარზე დაიბრუნონ შეძენილი ნივთის ღირებულების 18%, ვფიქრობთ ეს მომსახურება ხელს შეუწყობს ექსპორტის განვითარებას." - აცხადებს ელიტ ელექტრონიქსის გენერალური დირექტორი ლადო ჯობავა