ირანის მხარე მზადაა ქართველ სამართალდამაცავებს მარიამ კოჩალიძის მკვლელობის საქმეში ბრალდებულის დაკავებაში დაეხმაროს. როგორც ჟურნალისტებთან საქართველოში ირანის ელჩმა აჰმად რეზა არზიანმა განაცხადა ბათუმში მომხდარი ფაქტს გმობს და მზადაა ქართველ სამართალდამცავებთან ითანამშრომლოს.
"ჩვენ ვგმობთ ამ საზარელ ფაქტს. მნიშვნელობა არ აქვს რომელი ქვეყნის მოქალაქეა დამნაშავე, ის აუცილებლად უნდა დაისაჯოს. ჩვენ უკვე შევხვდით აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს და აჭარის პოლიციის უფროსს. მკვლელობაში ბრალდებული უკვე ორი წელია ირანში აღარ ცხოვრობს. ჩვენ ვითანამშრომლებთ ქართველ სამართალდამცავებთან და ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციას მივაწოდოთ. ვიმედოვნებთ, რომ ეს საზარელი შემთხვევა ჩვენი ქვეყნების ურთიერთობაზე ნეგატიურ გავლენას არ მოხდენს", _ განაცხადა აჰმად რეზა არზიანმა.
შეგახსენებთ, რომ 16 წლის მარიამ კოჩალიძე ბათუმის ახალი ბულვარის 23 ივლისს მოკლული იპოვეს. შსს ინფორმაციით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი 1985 წელს დაბადებული ირანის მოქალაქე მოჰამადამინ როოინტანია.