ქართველი „კანონიერი ქურდი" ზურაბ ენდელაძე, რომელიც კრიმინალურ წრეებში „ზურაბ კუტაისსკის" სახელითაა ცნობილი რუსმა სამართალდამცავებმა რუსეთიდან თურქეთში გააძევეს.
36 წლის კრიმინალი მიმდინარე წლის 18 ივლისს დააკავეს. საიმიგრაციო სამსახურმა კი მისი ყოფნა რუსეთს ფედერაციის ტერიტორიაზე არამიზანშეწონილად მიიჩნია.
სამართალდამცავების ხელში ენდელაძე საკუთარი ქორწილის წინ მოხვდა. ქორწილი 27 ივლისს იყო დანიშნული. მომავალი მეუღლის დახმარებით ის რუსეთში ლეგალიზებას აპირებდა.
მასალის გამოყენების პირობები