უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისისა მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II სამშობლოში დაბრუნდა.
ილია მეორემ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სიონის საკათედრო ტაძარში გადაინაცვლა, სადაც მრევლს შეხვდა და რუსეთში ვიზიტის შესახებ ისაუბრა.
,, მქონდა შეხვედრა რუსეთის პატრიარქთან, მქონდა საუბარი პრეზიდენტ პუტინთან. მთავარი რაც არის დაიძრა საკითხი ჩვენი ლტოლვილების. ჩვენ კატეგორიულად მოვითხოვეთ, რომ ლტოლვილები უნდა დაბრუნდნენ თავის ოjახებში, თავის სახლებში. ღვთის ნებით ვფიქრობ, რომ ეს საკითხი კარგად წარიმართება", _ბრძანა ილია მეორემ.
შეგახსენებთ, რომ პატრიარქი თანმხლებ პირებთან ერთად, რუსეთის პატრიარქის, უწმინდესი კირილეს მიწვევით რუსეთის გაქრისტიანების 1025 წლის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად მოსკოვში 23 ივლისს გაემგზავრა. სადღესასწაულო ღონისძიებები კი სამ ქალაქში მოსკოვში, კიევსა და მინსკში გაიმართა