30 ივლისს სარემონტო სამუშაოების გამო, თბილისის ნაწილს, ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. სს "თელასის" მიერ გამოქვეყნებული გრაფიკის მიხედვით, ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება:
ვაკის რაიონი
11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუციბიძის პლატოს II მიკრორაიონის III კვარტლის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის IV „ა" და „ბ" მიკრორაიონების მაცხოვრებლებს.
10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის II მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონი
11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხოშტარიას, ბარნოვის, ზანდუკელის, ჭავჭავაძის, მილორავას და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონი
10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ) და უზნაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭყონდიდელის, ბეჟანიშვილის, ნათაძის, წიწამურის და ხვინგიას ქუჩების მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 III „ა" მიკრორაიონის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან წამებულის გამზირის და აბუსერიძე-ტბელის ქუჩის მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 III და III „ა" მიკრირაიონების (ნაწილობრივ) და ენუქიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: 26 მაისის მოედნის და კოსტავას ქუჩის მაცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონი
11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წინამძღვრიშვილის, აბასთუმნის და ცაბაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.