კავშირგაბმულობის კომპანიები, რომელთა გადამცემი ანძებიც დაცულ ტერიტორიებზეა განთავსებული, მალე საიჯარო ქირას გადაიხდიან. როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, „დაცული ტერიტორიების შესახებ კანონში" შესატანი ცვლიებების განხილვისას გახდა ცნობილი, დღეისათვის ქვეყნის მასშტაბით დაცულ ტერიტორიებზე 14 კავშირმაბმულობის ანძაა განთავსებული, რომელთა მფლობელებიც სააგენტოს საიჯარო ქირას არ უხდიან. როგორც დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლებმა განმარტეს, დაცულ ტერიტორიებზე განთავსებული ანძებიდან 99 %-ი ძველი მემკვიდრეობაა და ის სააგენტოს ჯერ კიდევ ტყის ფონდის ნაწილის გადაცემისმ დროს გადაეცა. ხოლო რაც შეეხება ერთ ანძას, რომელიც სათაფლის მღვინის ტერიტორიაზე განთავსდა, სულ ახლახანს მოხდა და მისი მფლობელი „ბილაინია".
აღსანიშნავია, რომ „დაცული ტერიტორიების შესახებ კანონში" შესატანი ცვლიებებით, კავშირმაბმულობის კომპანიებს, რომელთა ანძაც დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიაზეა განტავსებული, საგენტოსთვის საიჯარო ქირის გადახდა მოუწევთ.