ე.წ. უდოს კომისიამ დადებითად კიდევ ოცი მსჯავრდებულის საქმე გადაწყვიტა. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების მუდმივმოქმედმა კომისიამ გუშინდელ სხდომაზე სულ 146 მსჯავრდებულის შუამდგომლობა განიხილა.
კომისიის წევრებმა მიზანშეწონილად მიიჩნიეს 20 მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხზე სასამართლოსთვის წარდგინებით მიემართათ. დანარჩენ მსჯავრდებულებთან დაკავშირებით კი კომისიამ მიიჩნია, რომ ამ ეტაპზე სასჯელმა მიზანს ვერ მიაღწია.
მათ შესაძლებლობა ექნებათ კომისიას 6 თვეში კვლავ მიმართონ.