საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი (სპმთპ) 2010 წლის 1-ელ მარტს გაერთიანებული პროფკავშირების მიერ დაგეგმილ მანიფესტაციას შეუერთდება.
თბილისელი თუ რაიონებიდან ჩამოსული მასწავლებლების ერთი ნაწილი 14 საათზე ჯერ საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ შეიკრიბება და აქციას გამართავს, ხოლო შემდეგ რუსთაველის ძეგლთან გადმოინაცვლებენ და პარლამენტის წინ გაერთიანებული პროფკავშირების მანიფესტაციას შეუეთდებიან.
საქართველოს პედაგოგები, ბუნებრივია, მხარს უჭერენ გაერთიანებული პროფკავშირების ყველა მოთხოვნას და დამატებით, განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებენ სახელმწიფოსაგან ხარისხიანი განათლებისა და მისი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე, სერთიფიცირების დროს მასწავლებელთა უფლებების დაცვაზე, შრომის ღირსეული პირობებისა და მოტივირებული ანაზღაურების არსებობაზე.