ისრაელის მთავრობამ ასზე მეტი პალესტინელი პატიმრის გათავისუფლება მოიწონა. ეს ზომა მიღებულია ისრაელსა და პალესტინელებს შორის სამშვიდობო პროცესის აღდგენისათვის. 13 მინისტრმა გათავისუფლებას მისცა ხმა, შვიდი კი წინააღმდეგ წავიდა.
ებრაული მედიის ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება ხმაურიანი დებატების შემდეგ იქნა მიღებული.
პალესტინელ მსჯავრდებულებს თანდათან, ვაშინგტონში მოლაპარაკებების დაწყების შემდეგ გაათავისუფლებენ. მოლაპარაკებების დაწყება მიმდინარე კვირას იგეგმება.
მინისტრთა კაბინეტმა ასევე მოიწონა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც ნებისმიერი შეთანხმება პალესტინის მხარესთან, რომლის ფარგლებშიც ისრაელი ტერიტორიის ნაწილზე კონტროლის გადაცემას აპირებს სახალხო რეფერენდუმზე იქნება გამოტანილი.