სოხუმში ე.წ. გამარჯვების პარკში ამოუცნობი ჯარისკაცების ექსჰუმაციის პროცესი დაიწყო. აფხაზური მედიის ინფორმაციით, ეს ის ბოევიკები არიან, რომლებიც 1993 წელს მარტის შეტევას შეეწირნენ. მათივე ინფორმაციით, აქვს არიან დაკრძალულნი 1993 წელს ახბიუკის მთაზე ჩამოგდებული ვერტმფრენის მგზავრებიც.
„მიუხედავად ძლიერი წვიმისა სამუშაოები გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს. სოხუმის სამედიცინო კოლეჯში უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების ნათესავების დნმ-ის ბანკის მონაცემების შეგროვება მიმდინარეობს, _ იუწყება აფხაზური მხარე.