რიო-დე-ჟანერიოში, კოპაკაბანას პლაჟზე, კათოლიკე ახალგაზრდების მსოფლიო ფესტივალისადმი მიძღვნილ მესას, რომელიც რომის პაპმა ფრანიცკომ ჩაატარა სამი მილიონი ადამიანი დაესწრო.
როგორც პაპმა მესის დროს განაცხადა, კათოლიკე ახალგაზრდების შემდეგი ფესტივალი 2016 წელს პოლონეთის ქალაქ კრაკოვში გაიმართება.
ასობით ათასი ადამიანი პაპის მიერ წინა დღეს ჩატარებული მესის შემდეგ დარჩა ოთხკილომეტრიან პლაჟზე და მთელი ღამე იქ გაატარა.
კვირის მესით პონტიფიკი დაასრულებს თავის ვიზიტს ბრაზილიაში, რომელიც მისთვის პირველი ვიზიტი იყო რომის პაპად არჩევის შემდეგ.