გამოკითხულთა 52.1 %-ის აზრით, "ქართულმა ოცნებამ" მათი მოლოდინი ვერ გაამართლა. სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენის, ვეგბერდზე ჩატარებული ინტერენეტგამოკითხვის შედეგების მიხედვით, "ქართულმა ოცნებამ" მოლოდინი ვერ გაამართლა.
დასმულ კითხვაზე - "ამართლებს თუ არა "ქართული ოცნება" თქვენს მოლოდინს?" შედგები შემდეგნაირად გადანაწილდა:  დიახ   -   38.2 %; არა   -   52.1 % ; პასუხი არ მაქვს   -   9.34 % .
გამოკითხვაში მონაწილეობა 1092 რეპოდენტმა მიიღო. გამოკითხვა 22-28 ივლისს მიმდინარეობდა.