ქაიროდან გავრცელებული ინფორმაციით, 100 ზე მეტი ადამიანი შეეწირა ექს-პრეზიდენტ მუჰამმედ მურსისა და უსაფრთხოების ძალებს შორის გამართიულ შეტაკებას. მურსის როგორც მომხრეების ასევე მოწინააღმდეგეების მრავალათასიანი აქციები მთელი ღამის განმავლობაში ქვეყნის რამდენიმე ქალაქში მიმდინარეობდა.
"ბი-ბი-სის" ინფორმაციით, რააბა ალ-ადავიას მეჩეთის მიმდებარე ტერიტორია სისხლით არის მორწყული. მედიკოსების განცხადებით, გარდა უამრავი მოკლულისა დაჭრილია 1000 ზე მერი ადამიანი.
მასობრივი მიტინგები ქაიროში პარასკევის საღამოს ლოცვის შემდეგ დაიწყო. მურსის მომხრეები რააბა ალ-ადავიას მეჩეთთან შეიკრიბნენ, მისი მოწინააღმდეგეები კი, რომლებიც სამხედროებს უჭერენ მხარს ტაჰრირის მოედანზე. ოპონენტებს ერთმანეთისაგან სულ რამდენიმე კილომეტრი აშორებდა.
მასალის გამოყენების პირობები