პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებულ პირებს რომლებიც ექსპო ჯორჯიასთან" დააკავეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ 100-100-ლარიანი ადმინისტრაციული ჯარიმა შეუფარდა.
სასამართლო პროცესზე დავით ჩანტლაძემ, ირაკლი ჭუბაბრიამ და ფრიდონ მერებაშვილმა დანაშაული აღიარეს, რის შემდეგაც მათ ადმინისტრაციული ჯარიმა შეეფარდათ და სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდნენ.
შეგახსენებთ ჩანტლაძე, ჭუბაბრია და მერებაშვილი სამართალდამცავებმა "ექსპო-ჯორჯიასთან" გუშინ დააკავეს, როდესაც ისინი "ნაციონალური მოძრაობის" პრაიმერიზს აპროტესტებდნენ და ნაციონალური მოძრაობის წევრებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ.