წერეთელის გამზირზე ექსპო ჯორჯიასთან, სადაც რამდენიმე ხანში პარტია "ნაციონალური მოძრაობის" პრაიმერი უნდა გაიმართოს პირველი ინციდენტი დაფიქსირდა. იქ შეკრებილნი არიან პოლიტპატიმრების სტატუსის მქონე პირები და ისინი აქციის ჩატარებასა და პრაიმერის გაპროტესტებას გეგმავენ.
პოლიციამ ინციდენტის მონაწილე უკვე დააკავა. რასაც აქციის ორგანიზატორთა მხრიდან პროსტესტი მოჰყვა. მათ მოუწოდეს საპატრულო პოლიციას, რომ დაეკავებინათ პარტია "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები და არა აქციის მონაწილეები.
თვითმხილველთა მონათხრობით ინციდენტის მიზეზი გახდა ის, რომ აქციის მონაწილეები შეეცადნენ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ ერთ წევრს გიორგი კანდელაკს ფიზიკურად გასწორებოდნენ. ასევე ისმოდა სიტყვიერი შეურაცხყოფა მისი მისამართით.
"პარტია ძლიერდება, წინ მიდის და სწორედ ეს იწვევს საქართველოს არაკეთილმოსურნეების გულისწყრომას. მიუხედავად მათი ზიზღისა ჩვენ გავაგრძელებთ გაძლიერებას, გავაგრძელებთ წინსვლას და საქართველო დასავლეთის გზას არასდროს გადაუხვევს რანაირი "კაგებეშნიკების" ნაშიერებიც არ უნდა გამოაგზავნონ აქ", _ განაცხადა გიორგი კანდელაკმა.