თბილისის მერიის მაღალჩინოსნები სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდნენ.რუსთავის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მიიღო. მოსამართლემ 4-ვე ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა 10 000-10 000-ლარიანი გიორაოთი შეუცვალა და ისინი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.
პროკურატურამ მიიჩნია, რომ აღარ არსებობს გამოძიებისთვის ხელისშემშლელი ფაქტორები, რადგან ისინი თანამდებობიდან მოხსნილნი არიან.
შეგახსენებთ, რომ გამოძიების ინფორმაციით, თბილისის მერიის მაღალჩინოსნებმა დავით ალავიძემ, დავით ავალიანმა, ალექსი თაბუაშვილმა და დიმიტრი ჩხეიძემ, მათ სხვა პირებთან ერთად, მიითვისეს და გაფლანგეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა 48 930 822 ლარი.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების 7-დან 11 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები