ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე სამმა ახალგაზრდამ საპატრულო პოლიციელი ცივი იარაღით დაჭრა. როგორც „ჯი-ეიჩ-ენის"თვითმხილველებმა განუცხადეს, შემთხვევიდან რამდენიმე წუთში ორი დამნაშავე ადგილზე დააკავეს, ერთმა კი მიმალვა სცადა.
დაჭრილი პოლიციელი ქუთაისი კლინიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. შინაგან საქმეთა სამინისტრის მხარის პოლიციას ქუთაისის ცენტრალური მოედანი აქვს გადაკეტილი.
აღძრულია სისხლის სამართლის საქმე მიმდინარეობს გამოძიება.