დღეს, 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ბაჩო ახალიას და მასთან ერთად კავაბეული რამ,დენიმე პირის სასამართლო პროცესი განახლდება. სასამართლო ე.წ. სამხედროების წამებასა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის საქმეზე დაცვის მხარის პოზიციებს მოისმენს.
ბაჩო ახალაიას ადვოკატის მალხაზ ველიჯანაშვილის განცხადებით, დასკვნითი სიტყვის დასრულების შემდეგ სასამართლო კამათის ეტაპზე გადავა, რის შემდეგაც ბრალდებულებს საბოლოო სიტყვის თქმის საშუალება მიეცემათ. არ არის გამორიცხული, რომ სასამართლომ დღესვე გამოაცხადებს განაჩენიც.
ე.წ. სამხედროების წამებასა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის საქმე ბაჩო ახალაიას თავდაცვის მინისტრობის პერიოდს უკავშირდება.
ბრალდება სამ ეპიზოდს მოიცავს და ახალაიას გარდა აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში ბრალდებულები არიან გენშტაბის ყოფილი უფროსი გიგი კალანდაძე, მეოთხე ბრიგადის ხელმძღვანელი ზურაბ შამათავა, ასევე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის წარმომადგენელი გაგა მკურნალიძე და კიდევ 4 პირი.