ცხრა ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე ასეული დაშავდა ეგვიპტეში ყოფილი პრეზიდენტის მოჰამედ მუსრის მომხრებისა და მოწინააღმდეგეების შეტაკებისას.
მუსრის მომხრები აცხადებენ, რომ დაღუპულია 31 ადამიანი, თუმცა ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დასტურდება , - იტყობინება ბი-ბი-სი.
მიტინგები და დემონსტრაციები პარასკევს, საღამოს ლოცვის შემდეგ დაიწყო და მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
მიტინგებსა და დემონსტრაციებს წინ უძღოდა ეგვიტის არმიის გენრალის აბდელ ფატახ სისის მოწოდება ხალხისადმი ქუჩაში გამოსვლისკენ, რათა სამხედროები აღიჭურვონ პოლიტიკაში ჩართვის მანდატით და დროებითი მთავრობის ფორმირების უფლებამოსილებით.
თანამდებობიდან გადაყენებულ პრეზიდენტ მუსრის პალესტინის დაჯგუფება ჰამასთან შეთქმულებაში ედება ბრალი.