შსს სასაზღვრო პოლიციის N2 სამმართველოს (ახალციხე) ტერიტორიაზე, N2 სასაზღვრო სექტორის (ვალე) დასაცავ მონაკვეთზე, სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, გატარებული ღონისძიებების შედეგად, საზღვრის უკანონოდ ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე ცხრა პიროვნება დააკავეს. დაკავებულებიდან ორი საქართველოს, ოთხი ყირგიზეთის, ორი აზერბაიჯანისა და ერთი ირანის რესპუბლიკის მოქალაქეა, რომლებიც ცდილობდნენ უკანონოდ, სასაზღვრო კონტროლის გვერდის ავლით საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში გადასვლას.
აღნიშნული ფაქტთან დაკავშირებით, მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამმართლის კოდექსის 19,344-ე მუხლით.