შსს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს აღმოსავლეთის საგამოძიებო განყოფილების თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ყაზბეგის რაიონის სოფელ გველეთში სასაზღვრო გამშვებ პუნქტ „დარიალი"-ს ტერიტორიაზე, საბაჟო წესების დარღვევის ფაქტზე, ერთი საქართველოსა და ერთი რუსეთის ფედერაციის მოქალაქე დააკავეს: ეკატერინე ქ. და ტაიბატ ი., რომლებიც სასაზღვრო-საკონტროლო გამტარ პუნქტის გვერდის ავლით, განსაკუთრებით დიდი ოდენობის საბაჟო ღირებულების სხვადასხვა სახის ოქროს ნაკეთობების ფარულად გადატანას ცდილობდნენ.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამმართლის კოდექსის 214-ე მუხლით.