იტალიის პოლიციამ რომსა და მის შემოგარენში მაფიოზებთან ბრძოლის ისტორიაში ყველაზე მსხვილი ოპერაციის შესახებ განცხადება გააკეთა.
გავრცელებული ინფორმაციით, ოპერაციის შედეგად 50 ზე მეტი სავარაუდო მაფიოზი დააპატიმრეს. მრავალი მათგანი ეჭვმიტანილია იტალიის დედაქალაქსადა მის შემოგარენში ნარკოტიკების გავრცელების ქსელის შექმნაში.
„ბი-ბი-სი"-ს ინფორმაციით, ოპერაციაში 500 ზე მეტი პოლიციელი მონაწილეობდა. ოპერაცია ერთდროულად იტალიის სამხრეთსა და კალაბრიაში მიმდინარეობდა.